ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებასთან დაგეგმილ შეხვედრაზე - იმედი მინდა ვიქონიო, რომ მართლაც განხილვის ღირს რაიმე დოკუმენტს შემოგვთავაზებენ

იმედი მინდა ვიქონიო, რომ ეს არ იქნება შეხვედრა შეხვედრისთვის და მართლაც განხილვის ღირს რაიმე დოკუმენტს შემოგვთავაზებენ, - ამის შესახებ "ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

მან ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ, მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის მხრიდან დღეს პარლამენტის პიკეტირება მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ტრაგედიის გამო გაუქმდა.

"დღევანდელ შეხვედრაზე სხვადასხვა თემაზე ვისაუბრეთ. ჩვენ პრინციპში არც ვაპირებდით განსაკუთრებულად ამ შეხვედრის გაშუქებას, რადგან ვცდილობთ, რომ ამ რთულ დღეებში პოლიტიკური აქტიურობა ნაკლები იყოს. ვსარგებლობ შემთხვევით და პირველ რიგში ვუსამძიმრებ ოჯახს და ამავდროულად ყველა ნორმალურ ადამიანს იმ უბედურებასთან დაკავშირებით, რაც მოხდა მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

იცით, რომ გავაუქმეთ პიკეტირება პარლამენტთან, რადგან ეს არის თემა, რომელიც არ შეიძლება, რომ პოლიტიკური რაიმე ტიპის აქტივობისთვის იყოს გამოყენებული, თუმცა ბუნებრივია, ცხოვრება გრძელდება, აქედან გამომდინარე, სამომავლო გეგმებზე ვისაუბრეთ და იმ აქციებზე, რომელიც გაგრძელდება კვლავ პროპორციული არჩევნების მოთხოვნით, ვისაუბრეთ აქტივობაზე, რომელსაც ვაპირებთ უახლოესი დღეების განმავლობაში და ხვალინდელ შეხვედრაზე", - ნინო ბურჯანაძემ.

მანვე კომენტარი გააკეთა 20 დეკემბრისთვის დაგეგმილ შეხვედრაზე "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის წარმომადგენელთა შორის, რომელიც საარჩევნო სისტემის განხილვას შეეხება.

"დადასტურდა შეხვედრა ელჩების მონაწილეობით "ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან. ჩვენ ძალიან კონსტრუქციულად ვიყავით პირველივე შეხვედრებიდან განწყობილნი, ჩვენ თვითონ ვთავაზობდით ვარიანტებს, ვისმენდით მათგან არაფერს პრაქტიკულად და აბსოლუტურად არასწორ არგუმენტებს. ახლა კარგია, რომ შეხვედრის მზაობა არის, არის მოლოდინი, რომ ისინი მოიტანენ თავიანთ წინადადებას, რა არის მათი წინადადება და მოსაზრებები და ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ. უბრალოდ, იმედი მინდა ნამდვილად ვიქონიო, რომ ეს არ იქნება შეხვედრა შეხვედრისთვის, არ იქნება მხოლოდ შეხვედრა იმისთვის, რომ ჩაითვალო, რომ დიპლომატიურ კორპუსთან ერთად რაღაცა თქვი და მართლაც, განხილვის ღირს რაიმე დოკუმენტს შემოგვთავაზებენ", - განაცხადა ბურჯანაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა