რუსთავში ავტოსერვის ცენტრში ხანძარი გაჩნდა

რუსთავში, მოდებაძის ქუჩაზე ავტოსერვის ცენტრში ხანძარი იყო. ცეცხლი თავდაპირველად ავტოსერვის ცენტრის ერთ-ერთ ბოქსში მდგარ BMW -ს მარკის ავტომანქანას გაუჩნდა და მოგვიანებით შენობაში გავრცელდა.
ადგილზე ხანძრის გამო ძლიერი დაკვამლიანება იყო, არსებობდა საფრთხე, რომ ცეცხლი სხვა ავტომანქანებზეც გავრცელდებოდა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, ცეცხლი ლოკალიზებულია და ამ დროისათვის მიმდინარეობს ხანძრის ლიკვიდაცია.
წინასწარი ინფორმაციით, ავტოსერვის ცენტრის შენობის 120კვ. მეტრი ფართი და BMD-ს მარკის მსუბუქი ავტომანქანა დაიწვა.

























