მარიანა ჩოლოიანის საქმის პროკურორი - დოკუმენტში იყო მითითებული, რომ ბრალდებულს სჭირდება ექიმის მხრიდან ნევროლოგიური და ფსიქიატრიული დახმარება

დოკუმენტში, რომელიც სისხლის სამართლის საქმეს დაერთვება, იყო მითითებული, რომ ბრალდებულს სჭირდება ექიმის მხრიდან ნევრლოგიური და ფსიქიატრიული დახმარება,-ამის შესახებ ბრალდებული გამომძიებლის მარიანა ჩოლოიანის საქმის პროკურორმა, ლევან ქუთათელაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა გამომძიებლის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ კითხვას.

რაც შეეხება მარიანა ჩოლოიანის ჯანმრთელობის ამჟამიმდელ მდგომარეობას, პროკურორის თქმით, აღნიშნულის შესახებ „ექიმს უნდა ვკითხოთ“.

„ბრალდების მხარემ ბოლო დოკუმენტში, რაც მიიღო, რომელიც სისხლის სამართლის საქმეს დაერთვება, იყო მითითებული, რომ ბრალდებულს სჭირდება ექიმის მხრიდან ნევრლოგიური და ფსიქიატრიული დახმარება, თუმცა ამ მომენტში რა სიტუაციაა, ეს უნდა ვკითხოთ საავადმყოფოს და ბუნებრივია, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემდგომ უშუალოდ დაწესებულება მიიღებს გადაწყვეტილებას მისი ფსიქოლოგიური თუ ჯანმრთელობის სხვა მდგომარეობიდან გამომდინარე“, - განაცხადა ქუთათელაძემ.

"დოკუმენტში მითითებულია, რომ ბრალდებულს სჭირდება ნევროლოგიური და ფსიქიატრიული დახმარება" - გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს პატიმრობა შეეფარდა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა