ირაკლი კობახიძე ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრის შემდეგ - მინიშნება იყო, რომ არცერთი მხრიდან ძალადობა არ უნდა იყოს დაშვებული - ეს არის მოწოდება, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მიმართ

მინიშნება იყო იმაზე, რომ არავითარ შემთხვევაში არცერთი მხრიდან ძალადობა არ უნდა იყოს დაშვებული. ეს არის მოწოდება, როგორც ხელისუფლების მიმართ ასევე ოპოზიციის მიმართ,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციას ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

ირაკლი კობახიძე საარჩევნო სისტემაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ხელისუფლების ამოცანაა, ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება.

"დათმობა არ ვიცი რამდენად სწორი სიტყვაა, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანი ამოცანაა , რომ ჩამოვაყალიბოთ ისეთი მოდელი, რომელიც მისაღები იქნება ყველასთვის. ვფიქრობ, რომ ამის რესურსი არსებობს და ამისკენ იქნება ჩვენი ძალისხმევა მთლიანად მიმართული. შესაბამისად, პარასკევს ჩვენ ალბათ, გვექნება საინტერესო დისკუსია ოპოზიციის წარმომადგენლებთან და იმედია, რომ ეს შედეგებს გამოიღებს“, -განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ამერიკელი პარტნიორების ინტერესია, რომ საქართველოს სტაბილური განვითარება გაგრძელდეს.

„მათი [ამერიკელების] სურვილია, რომ გაგრძელდეს ქვეყნის სტაბილური განვითარება, არ წარიმართოს პროცესები არასწორი მიმართლებით, მაგალითად , მინიშნება იყო იმაზე, რომ არავითარ შემთხვევაში, არცერთი მხრიდან ძალადობა არ უნდა იყოს დაშვებული. ეს არის მოწოდება, როგორც ხელისუფლების მიმართ ასევე ოპოზიციის მიმართ, რაც ბუნებრივია არის ამერიკულ ინტერესებში“, - აცხადებს კობახიძე.

ცნობისთვის, ქართული დელეგაცია ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფება. ისინი კონგრესის, ადმინისტრაციის და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს ხვდებიან. „ქართულ ოცნებას“ შეხვედრებზე უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახა კუჭავა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია წარმოადგენენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა