ბათუმში, პოლიციელის დაჭრის ბრალდებით დაკავებულის ძმას 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

ბათუმში პოლიციელის დაჭრის ბრალდებით დაკავებულის ძმას ბათუმის საქალაქო სასამართლომ 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდებულის ძმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე, შემთხვევის ადგილზე დააკავეს, სადაც პოლიციელზე თავდასხმა მოხდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, პოლიციელის დაჭრაში ბრალდებულის ძმა სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა.
რაც შეეხება თავად ბრალდებულს, რომელმაც პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრა, მისი სასამართლო პროცესი ამ დრომდე არ დანიშნულა.
დაჭრილი პოლიციელი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

























