ირაკლი ღარიბაშვილი - აშშ-სთან ერთად წეროვანში სარეაბილიტაციო კომპლექსის მშენებლობას იანვარში დავასრულებთ

თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, იანვარში წეროვანში ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური მხარდაჭერით სარეაბილიტაციო კომპლექსის მშენებლობა დასრულდება.

როგორც მინისტრმა საქმიანობის 100 დღის შეჯამების პრეზენტაციაზე განაცხადა, ამ პროექტის ფარგლებში ამერიკის მთავრობამ 5 მილიონ დოლარამდე გამოყო.

„ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად წეროვანში იანვარში უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი, მრავალპროფილური სარეაბილიტაციო კომპლექსის მშენებლობას დავასრულებთ. ეს იქნება რეგიონში უნიკალური კომპლექსი, რომელიც თანამედროვე სამკურნალო-სარებალიტაციო და ადაპტირებული ინვენტარით იქნება აღჭურვილი. ამ პროექტის ფარგლებში ამერიკის მთვრობამ გამოყო 5 მილიონ დოლარამდე და მილიონი ლარი ჩვენი უწყების მხრიდან იქნა გამოყოფილი”, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს