ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ 2020 წლიდან ჯარის უმაღლესი კატეგორიის ხორცით მომარაგებას გეგმავენ და შემოტანილი პროდუქტის ხარისხი განსაკუთრებით გამკაცრდება

თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2020 წლიდან ჯარი პირველი კატეგორიის ხორცის ნაცვლად უმაღლესი კატეგორიის ხორცით მომარაგდება.

როგორც ღარიბაშვილმა საქმიანობის 100 დღის შეჯამების პრეზენტაციაზე განაცხადა, განსაკუთრებით გამკაცრდება შემოტანილი პროდუქტის ხარისხი.

„მოკლე პერიოდში სამხედროებზე ზრუნვის კუთხით ჩვენ საგრძნობლად გავაუმჯობესეთ კვების მიმართულება, პირველი ნოემბრიდან კვების ახალ სტანდარტზე გადავიყვანეთ მთელი ჯარი და ამჟამად მთელი ჯარი სპეციალური ოპერაციების ძალებისთვის განსაზღვრული რაციონით იკვებება, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს, თავდაცვის ძალებში საკვების რაოდენობისა და ხარისხის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას. ასევე 2020 წლიდან ვგეგმავთ პირველი კატეგორიის ხორცის ნაცვლად უმაღლესი კატეგორიის ხორცით მომარაგებას ჩვენი ჯარის და ზოგადად გეტყვით, რომ განსაკუთრებით გამკაცრდება შემოტანილი პროდუქტის ხარსხი, ამას პირადად ძალიან დიდ ყურადღებას მივაქცევ მე. ქართული ჯარი საუკეთესო პროდუქტით უნდა იკვებებოდეს და ეს იქნება ჩემი მინისტრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა