ირაკლი ღარიბაშვილი - ჯარისკაცების ფეხსაცმლისა და უნიფორმის ხარისხი ნატო-ს წამყვანი ქვეყნების სტანდარტებს გაუთანაბრდება

თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ჯარისკაცების ფეხსაცმლისა და უნიფორმის ხარისხი ნატო-ს წამყვანი ქვეყნების სტანდარტებს გაუთანაბრდება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, დაგეგმილია ზამთრისა და ზაფხულის სეზონებისთვის ჯარისკაცებისთვის სამხედრო ფეხსაცმლის შეძენა.

„შემდეგი ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ის, რისი გაუმჯობესებაც ჩვენ დავიწყეთ, არის სამხედრო ფეხსაცმლისა და უნიფორმის მოწესრიგების საკითხი. მინდა ღიად გითხრათ, რომ აღნიშნული საკითხი მთელი წლების განამვლობაში იყო გამოწვევა და პრობლემა, თავად ჯარისკაცების წუხილის საგანი, რადგან ფეხსაცმლისა და უნიფორმის ხარისხი არ იყო სათანადო და ხარისხიანი. ჩვენი გადაწვეტილებით, ჯარისკაცების ფესაცმლისა და უნიფორმის ხარისხი ნატო-ს წამყვანი ქვეყნების სატნდარტებს გაუთანაბრდება 2020 წელს. ჩვენ დავგეგმთ სამხედრო უნიფორმის სრული განახლება, ასევე გეტყვით, რომ თითოეული ჯარისკაცი იქნება უზრუნველყოფილი განახლებული სახის და მაღალი ხარისხის უნიფორმით. გეტყვით იმასაც, რომ დავგეგმეთ მაღალი ხარისხის ზამთრისა და ზაფხულის სეზონებისთვის სამხედრო ფეხსაცმლის შეძენა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ევროპის წამყვან კომპანიებთან, რომლებიც ნატო-ს წევრი არაერთი ქვეყნის ჯარს ამარაგებენ”, - განაცხადა ღარიბაშვილმა 100 დღის საქმიანობის შეჯამებისას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა