ნუკრი ქანთარია განათლების მინისტრს - ხელოვნების, სულიერების, რწმენის გაძლიერების კუთხით თუ არის გეგმა?

ახლა რომ გამოკითხვა ჩავატაროთ რამდენს ეამაყება, რომ ის პატარა ქართველია, კავკასიის მთების შვილი?! ეს ისეთი პრობლემებია, რომელზეც ძალიან სიღრმისეულად არის დასაფიქრებელი, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ქანთარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს დეპუტატები „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

ქანთარიამ მინისტრს კითხვით მიმართა, რა გეგმა გაქვთ ეროვნული ცნობიერების გაღვივების, სულიერების, რწმენის გაძლიერების კუთხით.

„აღარ მინდა დავამძიმო ეს ტრაგიზმით სავსე დღეები, რომლებშიც ჩვენ ვართ. ჩვენმა თაობამ ისწავლა იმ ქვეყანაში, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა, იქ ვსწავლობდით სკოლებში, სადაც ხდებოდა მერხების მტვრევა, ფანჯრების მტვრევაც, კედლების დაზიანება, აყალმაყალიც, შფოთიც, მაგრამ მე არ მახსენდება, რომ სკოლას პოლიცია გამოეძახებინა. ყოველთვის ეს გვარდებოდა ხოლმე შიდა სფეროში. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ წარმონაქმნში ვცხოვრობდით, ყველას გვეამაყებოდა, რომ საქართველოში დავიბადეთ. რა გეგმა გაქვთ ეროვნული ცნობიერების გაღვივების კუთხით? რა გეგმაა სასკოლო სივრცეში? ხელოვნების, სულიერების, რწმენის გაძლიერების კუთხით თუ არის გეგმა? ახლა რომ გამოკითხვა ჩავატაროთ რამდენს ეამაყება, რომ ის პატარა ქართველია, კავკასიის მთების შვილი?! ეს ისეთი პრობლემებია, რომელზეც ძალიან სიღრმისეულად არის დასაფიქრებელი“, - განაცხადა ქანთარიამ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს