შინაგან საქმეთა სამინისტრო ვახტანგ გომელაურის მიერ ბათუმში დაჭრილი პატრულ-ინსპექტორის მონახულებაზე ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, მინისტრის პირველი მოადგილე კახა საბანაძესთან და აჭარის რეგიონის პოლიციის ხელმძღვანელებთან ერთად, ბათუმში დაჭრილი პატრულ-ინსპექტორი მოინახულა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ვახტანგ გომელაურმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის - ოთარ თავართქილაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ექიმებისგან პირადად მოისმინა.

საავადმყოფოში თანამშრომლის მონახულების შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრი ოთარ თავართქილაძის მეწყვილეს ავთანდილ მჟავანაძეს შეხვდა. მინისტრმა მომხდარი შემთხვევის დროს გამოვლენილი პროფესიონალიზმისა და ოპერატიული რეაგირების გამო პატრულის თანამშრომელს მადლობა გადაუხადა.

„მიმდინარე წლის 18 დეკემბერს, ბათუმში, მოქალაქემ საპატრულო ეკიპაჟის წევრები ოთარ თავართქილაძე და ავთანდილ მჟავანაძე გააჩერა. მოულოდნელად აღნიშნულმა პირმა პატრულ-ინსპექტორ თავართქილაძეს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი პოლიციელის მეწყვილემ თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზევე დააკავა. დაკავებისას, ბრალდებულმა მჟავანაძესაც მიაყენა ფეხის არეში მსუბუქი ჭრილობა.

აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელებმა მოქალაქეების დახმარებით დაჭრილი პატრულ-ინსპექტორი, საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. თანამშრომლების, მოქალაქეების და სამედიცინო პერსონალის დროული რეაგირების შედეგად ოთარ თავართქილაძის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა