დიდგორის მთის მიმდებარედ, მეორე დღეა ხანძარს 100-მდე მეხანძრე აქრობს

დიდგორის მთის მიმდებარედ, მეორე დღეა ხანძარს 100-მდე მეხანძრე აქრობს

დიდგორის მთის მიმდებარედ ხანძარია. თავდაპირველად ცეცხლი ბალახს მოედო, შემდეგ კი, ბუჩქნარზე გადავიდა.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სამმართველობის 100-მდე მეხანძრე მაშველი და შესაბამისი ტექნიკა მუშაობს. თუმცა ხანძრის ლოკალიზებას ქარი აფერხებს.

დიდგორის მთის მიმდებარედ ხანძარი გუშინ გაჩნდა.