ნინო ბურჯანაძე - დღეს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გამაოცა, რადგან  არამხოლოდ 2020-ში შემოგვთავაზა პროპორციულზე უარის თქმა, არამედ 2024 წელშიც

დარწმუნებული ვარ, წნეხი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ გაძლიერდება, გაგრძელდება აუცილებლად და თუ ხელისუფლება ამის ინგორირებას შეეცდება, სამწუხაროდ, შეიძლება საქმე რევოლუციამდეც მივიდეს, რაც არ მინდა, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ხელისუფლებასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, რევოლუცია ოპოზიციის სცენარი არ არის, ისევე როგორც არ იყო 2003 წლის აპრილში.

„რევოლუციური სცენარი არ იყო 2003 წლის აპრილში, როცა ხელისუფლებაში მყოფი შევარდნაძე გავაფრთხილე, რომ თუ ასე გააგრძელებთ, აუცილებლად მოხდება რევოლუცია. სამწუხაროდ, შევარდნაძემ არ გაიგონა და მოხდა ის, რაც მოხდა. ძალიან ჰგავს ეს რეალობა. ვაფრთხილებ ხელისუფლებას, კი არ ვემუქრებით, მაგდენი ტვინი უნდა ჰქონდეს ელემენტარულად რომ ქვეყნის შვილი და ორი შვილის დედა ემუქრებოდეს რევოლუციით, იმიტომ რომ არავინ იცის ეს როგორ დასრულდება, კი არ გემუქრებით გაფრთხილებთ - არ მინდა იგივე მოხდეს. რეალურია თუ ასე გააგრძელებს ხელისუფლება“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, მისი პარლამენტის თავმჯდომარეობის დროს, როცა 100/50-ზე იყო მიღებული, სხვა რეალობა იყო და მაშინ არც ხელისუფლებას ჰქონდა პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობა გაცემული.

„მაშინ 100/50-ზე იყო წინგადადგმული ნაბიჯი. ახლა როცა გაცილებით მაღალი შემოთავაზება გვქონდა და იყო ხალხის მოთხოვნა, ამ შემთხვევაში ეს 100 /50-ზე და პროპორციულ სისტემაზე უარის თქმა, რომლის დაპირებაც იყო, არის მიუღებელი. ის რაც შეიძლება ისტორიის კონკრეტულ მონაკვეთში იყოს მისაღები, მეორე მონაკვეთში შეიძლება იყოს მიუღებელი. ის, რომ წინა ხელისუფლების დროს იყო დაშვებული შეცდომები არ ნიშნავს, რომ იგივე უნდა განმეორდეს. ქვეყანა უნდა წავიდეს წინ და არა უკან. დღეს ჩვენ დავბრუნდით უკან 2008 წელში,“ - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს წინადადება მიუღებელია, მაგიდაზე რჩება ის წინადადებები, რომელიც ოპოზიციამ შესთავაზა ხელისუფლებას.

„დღეს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გამაოცა, იმიტომ რომ არამხოლოდ 2020-ში შემოგვთავაზა პროპორციულზე უარის თქმა, არამედ 2024 წელშიც, 2028 წელში და ა.შ ანუ პრაქტიკულად მათი შემოთავაზება იყო, რომ ყველაფერი იმაზე რისთვისაც ვიბრძვით რეალურად, გვეთქვა უარი. ძალიან უხერხულად გრძნობს უმრავლესობა თავს დიპლომატების წინაშე,“ - განაცხადა მან.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს