ანონსი 21 დეკემბერი

21 დეკემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიება - საერთო კრება გაიმართება.
მის: წინანდლის ქუჩა N9, მეტრო „300 არაგველის“ მიმდებარედ
საკონტაქტო: თამთა ცეცხლაძე - 599887277
21 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის „სოციალური საწარმო ბაბალეს“ ახალი პროექტის და ახალი სივრცის პრეზენტაცია გაიმართება.
მის: ალ.დიუმას #21.
საკონტაქტო: ანი ჩაჩუა - 555105405
21 დეკემბერს, 14:30 საათზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე ბავშვთა ფსიქოლოგებთან სამუშაო შეხვედრას გამართავს.
მის:უზნაძის ქ. 52 ( სამინისტრო)
21 დეკემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის წინ, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართება.
მედიის წარმომადგენლები ბოლო პერიოდში მომრავლებულ ხელშეშლის ფაქტებს გააპროტესტებენ.
21 დეკემბერს, 19:00 საათზე, კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“, მოწოდებით „მომავალი შენია“, ილია ჭავჭავაძის ცენტრის ორგანიზებით, სამოქალაქო ჩართულობის პროექტის 150-ზე მეტი მონაწილე, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები სამოქალაქო აქტივიზმის მომავალზე ერთობლივად იმსჯელებენ.
საკონტაქტო პირი: მარიამ გერსამია - 577 17 11 07

























