ზუგდიდის ცენტრში სურსათის მაღაზია დააყაჩაღეს

ზუგდიდის ცენტრში სურსათის მაღაზია დააყაჩაღეს. არსებული ინფორმაციით, წაღებულია 300 ლარდე თანხა.
როგორც შს სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ამავე ცნობით, საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

























