ფახულანი-საბერიოს ადმინისტრაციულ საზღვართან ანტისაოკუპაციო აქცია გაიმართა

ფახულანი-საბერიოს ადმინისტრაციულ საზღვართან ანტისაოკუპაციო აქცია გაიმართა

წალენჯიხაში, ფახულანი-საბერიოს ადმინისტრაციულ საზღვართან სამოქალაქო მოძრაობის " ხმა" ორგანიზებით ანტისაოკუპაციო აქცია გაიმართა. მათ რუსული ოკუპაცია დაგმეს და დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება მოითხოვეს.

აქციის მონაწილეებმა ველომართონი მოაწყვეს. ახალგაზრდებს ხელში ევროკავშირის და საქართველოს დროშები ეჭირათ, ასევე ტრანსფარანტები შემდეგი წარწერებით: " თავისუფლება ვაჟა ექიმს", რუსეთი ოკუპანტია" და ა.შ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ირაკლი ქარჩავას თქმით, ახალგაზრდები იმიტომ შეიკრიბნენ, რომ დაგმონ ის საოკუპაციო რეჟიმი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს საკუთარ ქვეყანაში სჯის და ასამართლებს.

„მთელი აქცია-პერფორმანსი ეძღვნება რუსეთის ოკუპაციას. ვგმობთ რუსეთის ოკუპაციას და ვგმობთ იმ რეჟიმს, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ჩვენივე მიწაზე ასამართლებს, სჯის და უშვებს ციხეში. ამიტომ გადავწყვიტეთ ახალგაზრდებმა ჩაგვეტარებინა ეს ველომარათონი, რათა ახალგაზრდებში გაგვეღვიძებინა ეროვნული ღირებულებები. ჩვენი აქციის მიზანია რუსეთს ვუთხრათ, რომ ის არის ოკუპანტი და დაგვიბრუნონ სამოქალაქო გმირი, ვაჟა ექიმი",- აცხადებს ირაკლი ხარჩილავა.