22 დეკემბერს, ბათუმში, ოპოზიცია აქციას გამართავს

22 დეკემბერს, ბათუმში, გაერთიანებული ოპოზიცია აქციას გამართავს. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, აქციაში ყველა ოპოზიციური პარტია და მათი მხარდამჭერები ჩაერთვებიან.
"აქციის მთავარი მოთხოვნა იქნება, დაუყოვნებლივ მოხდეს საარჩევნო სისტემაში ცვლილებები. აუცილებლად უნდა ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები პროპორციული სისტემით.
აქციის დაწყებამდე ვგეგმავთ, ბათუმის ქუჩებში მსვლელობას",- განაცხადეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა.

























