24 დეკემბერს, სოფელ ვახტანგისის მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეუწყდება

24 დეკემბერს, სოფელ ვახტანგისის მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეუწყდება

24 დეკემბერს სოფელ ვახტანგისის მოსახლეობას გაზმომარაგება დროებით შეუწყდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან აცნობეს.

კომპანიის ინფორმაციით, 24 დეკემბერს, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, ვახტანგისის გაზგამანაწილებელ სადგურში, სარემონტო - პროფილაქტიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

„აღნიშნულიდან გამომდინარე 24 დეკემბერს, 13:00 საათიდან 14:00 საათამდე, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისის მოსახლეობას“, - აცხადებენ კომპანიაში.