ბათუმში, პროპორციული არჩევნების მოთხოვნით აქცია დასრულდა - აქციები ახალი წლიდან გაგრძელდება

ბათუმში, პროპორციული არჩევნების მოთხოვნით აქცია დასრულდა - აქციები ახალი წლიდან გაგრძელდება

ბათუმში, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქცია-მსვლელობა “ერთად ერთის წინააღმდეგ” დასრულდა. აქციის მონაწილეებმა მსვლელობა 6 მაისის პარკიდან დაიწყეს და ვარდების მოედანზე, ბათუმის მერიასთან დაასრულეს. აქციის მონაწილეებს სიტყვით სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების, მათ შორის “ევროპული საქართველოს”, “ნაციონალური მოძრაობის”, “ლეიბორისტული პარტიის”, “რესპუბლიკური პარტიისა” და “ახალი საქართველოს ლიდერებმა მიმართეს.

მათი თქმით, მთავარი მოთხოვნაა 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება.

მათივე განცხადებით, ეს აქციები აჩვენებს, რომ “ქართული ოცნება” დასრულებულია.

აქციის ბოლოს სიტყვით გიორგი ვაშაძე გამოვიდა, რომელმაც დააანონსა, რომ მასშტაბური საპროტესტო აქციები იანვრიდან გაგრძელდება და არ დასრულდება, ვიდრე მათი მოთხოვნა არ შესრულდება. აქცია საქართველოს ჰიმნით დასრულდა.

იხილეთ ვიდეო