წალენჯიხაში, სოფელ მუჟავას ტყეში ხანძარია

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში ხანძარია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე 15-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს. უწყების ინფორმაციით, ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
„ტყის ქვედა საფარი იწვის, ცეცხლი ფოთოლს და ბალახს მოეკიდა. ადგილზე წალენჯიხის და ჯვრის სახანძროები მუშაობენ, ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არის",- აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

























