ლანჩხუთში, სოფელ მამათთან ხანძარია

ლანჩხუთში, სოფელ მამათთან ხანძარია

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათთან ხანძარია. ცეცხლი ტყის ქვედა ფენას უკიდია. როგორც „ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.

მათივე ცნობით, ხანძრის გამო ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.