საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარლამენტში ნიკა მელიას ადგილმონაცვლედ ბადრი ბასიშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის გამოკლებული წევრის, ნიკა მელიას ადგილმონაცვლის, ბადრი ბასიშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ უმრავლესობის წევრებს ენძელა მაჭავარიანსა და კარლო კოპალიანს.

კოპალიანის განცხადებით, ის მხარს არ დაუჭერს პარლამენტში ისეთი პირის ყოფნას, რომელიც მისივე თქმით, დარბევებში იღებდა მონაწილეობას. კოპალიანის შეფასებით, პარლამენტის მიერ ბადრი ბასიშვილისთვის მხარდაჭერა საკანონმდებლო ორგანოს სირცხვილი იქნება.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი კახიანის თქმით, ის ფაქტი, რომ ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე პარლამენტის გადაწყვეტილება "ნაციონალურმა მოძრაობამ" საკონსტიტუციო სასამართლოში არ გაასაჩივრა, ნიშნავს იმას, რომ პარლამენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

რეგლამენტის მიხედვით, ბადრი ბასიშვილის უფლებამოსილება პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე უნდა სცნოს.

დღესვე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე ამავე კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ედიშერ თოლორაია აირჩიეს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა