მარტვილში, სოფელ ბალდის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდა
.webp)
მარტვილში, სოფელ ბალდის ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, ადგილზე 30-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძრის დასახლებულ პუნქტამდე გავრცელების საშიშროება არ არის.
შეგახსენებთ, რომ ხანძარი მარტვილში, სოფელ ბალდის ტყეში გუშინ გვიან საღამოს გაჩნდა. ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია.

























