ფოთის მერიასთან აქცია - „ჩვენ ვითხოვთ სუფთა ჰაერს“ მიმდინარეობს

ფოთის მერიასთან აქცია - „ჩვენ ვითხოვთ სუფთა ჰაერს“ მიმდინარეობს

ფოთში, მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან აქცია, სახელწოდებით „ჩვენ ვითხოვთ სუფთა ჰაერს“ მიმდინარეობს. ადგილობრივები ქალაქში არსებულ თევზის უსიამოვნო სუნს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, თევზის სუნი ქაფშიის გადამუშავების სეზონზე ნოემბერ-თებერვლის პერიოდში ვრცელდება. მათი თქმით, აღნიშნული პრობლემა წლებია აწუხებთ და ამ დრომდე მოუგვარებელია. ისინი ხელისუფლებას სათანადო ზომების გატარებას სთხოვენ. აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.

ფოთში თევზის გადამამუშავებელი ოთხი საწარმო ფუნქციონირებს. ქარხნების ხელმძღვანელების მტკიცებით, ყველა საწარმო შესაბამისი ფილტრით არის აღჭურვილი.