ფოთში მიმდინარე აქციის მონაწილეებმა ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს

ფოთში მიმდინარე აქციის მონაწილეებმა ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. ისინი ბოლო დროს ქალაქში თევზის უსიამოვნო სუნს აპროტესტებენ. ისინი აქციაზე მერისა და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის მისვლას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაშლას არ აპირებენ.
„დიდი მადლობა პოლიციას, მათ ამ დრომდე ჩვენთვის ხელი არ შეუშლიათ, პირიქით. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები კი შეიმალნენ მერიაში და არ გამოდიან. კარგად გვახსოვს, როგორ იხვეწებოდნენ ხმებს. არ დავიშლებით. მთელი ფოთი ერთსულოვანია. ჩვენ ვითხოვთ ჰაერს. ჩვენ ვითხოვთ არსებობას!"- განაცხადა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ ამბალიამ.
სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს გზის გახსნისკენ მოუწოდებენ.

























