სალიბაურის სკოლა-პანსიონის მოსწავლეებისთვის საქველმოქმედო სპექტაკლი გაიმართა

სალიბაურის სკოლა-პანსიონის მოსწავლეებისთვის საქველმოქმედო სპექტაკლი გაიმართა

სალიბაურის სკოლა-პანსიონის მოსწავლეებისთვის დღეს, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში პრემიერა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის მერიიდან აცნობეს, საახალწლო სპექტაკლ ,,ყინულის დედოფალს“ 200-მდე აღსაზრდელი დაესწრო.

„ სპექტაკლის შემდეგ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ. ღონისძიება ბათუმის მერიისა და შპს ,,ბათუმის წყლის“ ორგანიზებით ჩატარდა,”-აღნიშნულია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.