ატენის ხეობაში ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში დილიდან 200-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთვება

ატენის ხეობაში ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში დილიდან 200-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთვება

ატენის ხეობაში, შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც ხელმძღვანელობს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შიდა ქართლში, ატენის ხეობაში, სოფელ ორმოცის მიმდებარედ, ტყეში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განუცხადეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, რთული რელიეფის გამო, ცეცხლის კერებთან მისვლა ვერ ხერხდება და დილიდან ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი და თავდაცვის სამინისტროს სახანძრო ტექნიკა ჩაერთვება.

„ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველთა ცოცხალი ძალა, მიმდინარეობს ხანძრის მონიტორინგი . გათენებისთანავე ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩაერთვება სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა.

ადგილზე მობილიზებული იქნება 200-მდე მეხანძრე მაშველი. რთული რელიეფის გამო ცეცხლის კერებთან მისვლა ვერ ხერხდება”,-აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.