დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას მონიტორინგი მიმდინარეობს

მოზამთრეობის ფაზაში მყოფი აზიური ფაროსანას გავრცელების არეალისა და რაოდენობის დადგენის მიზნით, დასავლეთ საქართველოში სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრისა და საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლები საცხოვრებელ სახლებს, ტყისპირა ზოლების მიმდებარე საკარმიდამო ნაკვეთებსა და მიტოვებულ შენობებს ათვალიერებენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგების მიხედვით განისაზღვრება მომავალი წლის სამოქმედო გეგმა და ბრძოლის ღონისძიებები.

„აღსანიშნავია, რომ აზიური ფაროსანა მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში, მცირე რაოდენობით ფიქსირდება, ძირითადად ტყისპირა ზოლების მიმდებარედ, მიტოვებულ შენობებსა და სახლებში.

მონიტორინგის პარალელურად, მიმდინარეობს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები მოსახლეობასთან, სადაც სპეციალისტები ადგილობრივებს ინფორმაციას აწვდიან სახლის პირობებში მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებების შესახებ. ამ ეტაპზე, სანამ მავნებელი პასიურია და ისეთ ადგილებში ბუდობს, როგორიცაა – საცხოვრებელი სახლების სხვენები და მიტოვებული შენობების კედლები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მასთან მექანიკური მეთოდების გამოყენებით ბრძოლა.

ადგილობრივები ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს დადებითად აფასებენ და აცხადებენ, რომ წინა წლებთან შედარებით მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული, ასევე აღნიშნავენ, რომ საინფორმაციო შეხვედრების წყალობით, მავნებელთან დაკავშირებით, ბევრად ინფორმირებულები არიან.

2019 წელს მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აჭარაში, გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში ჩატარდა. თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდა 258 000 ჰა ფართობი; ცივი შესხურების მეთოდით - 136 851.40 ჰა ფართობი. სოფლის ტერიტორიებზე განთავსებულია 4 346 ფერომონი, ხოლო ტყის პერიმეტრებზე 91 999 „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო