ქუთაისის მერიის წინ მოძრაობა „გაბედეს“ აქტივისტებმა მათი წევრების 1000-1000 ლარით დაჯარიმება გააპროტესტეს

ქუთაისის მერიის წინ მოძრაობა „გაბედეს“ აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათ ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ „გაბედეს“ აქტივისტების 1000-1000 ლარით დაჯარიმება გააპროტესტეს.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, გაგი ახალაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მათ ქუთაისის ცენტრალური ნაძვის ხის მორთვა სცადეს ხელთნაკეთი სათამაშოებით, სადაც „ქართული ოცნების“ დეპუტატები იყვნენ გამოსახული.

მოძრაობა „გაბედეს“ აქტივისტის გარდა ათასლარიანი ჯარიმა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარეს, გოგი წულაიას მიუვიდა.

ზედამხედველების სამსახურში განმარტავენ, რომ ისინი ქალაქის იერსახის დამახინჯებისთვის დააჯარიმეს.

ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილის, ეკატერინე გრიგოლაშვილის განცხადებით, დაჯარიმება ადმინისტრაციული კოდექსის 150-ე მუხლის მესამე ნაწილით მოხდა. დაჯარიმების საკითხზე ქუთაისის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა