26 დეკემბერს,  ბათუმში „მაგნოლია 2019“-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება

26 დეკემბერს, ბათუმში „მაგნოლია 2019“-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, ღონისძიებაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლებს დააჯილდოებს. ღონისძიებაზე 13 ნომინაციაში საუკეთესო განთავსებისა და კვების ობიექტი, ტურისტული ატრაქცია/მუზეუმი, გიდი, ტურისტული სააგენტო, ტურისტული მარშრუტი, ყველაზე ხშირად ვიზიტირებადი ადგილი, ღვინის მარანი, საოჯახო-სასტუმრო სახლი და ყველაზე დასამახსოვრებელი ღონისძიება იქნება წარმოდგენილი.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონში მაღალი სერვისის მიმწოდებელი ტურისტული ობიექტების გამოსავლენად ტურისტებისა და სექტორის შეფასებები გამოიყენა. ტურისტების კვლევისას, რომელიც მაისში დაიწყო და ნოემბრის ბოლოს დასრულდა, ვიზიტორების გამოკითხვა საქართველოს დატოვებისას, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე მიმდინარეობდა. ამას დაემატა მომხმარებელთა ონლაინ კვლევაც, რაც Trip Adviser-ზე, Booking.com-სა და Facebook.com-ზე ტურისტების შეფასებების კვლევას ითვალისწინებდა. საბოლოოდ, ტურისტებისა და მომხმარებლების კვლევას გიდების, განთავსებისა და კვების ობიექტების, ტურისტული სააგენტოების გამოკითხვის შედეგებიც დაემატა.

წელს, დაჯილდოების ცერემონია ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სექტორს 2019 წლის ანგარიშსა და 2020 წლის პრიორიტეტებს გააცნობს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი „მაგნოლია“-ს დაჯილდოების ღონისძიებას აჭარაში 2015 წლიდან ატარებს. მისი მიზანი ტურისტული სექტორის წახალისება და რეგიონში სერვისის გაუმჯობესებაა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო