ატენის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროც ჩაერთო

გორის მუნიციპალიტეტში, ატენის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებისა და სპეცტექნიკის გარდა, თავდაცვის სამინისტროც ჩაერთო.

უწყების მუხლუხოიანი ტექნიკა ცეცხლის კერებამდე მისასვლელად გზის გაჭრის სამუშაოებს უზრუნველყოფს.

რთული რელიეფის გამო სახანძრო მანქანები ამ დრომდე ვერ ახერხებს ცეცხლის კერებამდე მისვლას. შესაბამისად, ძირითადი სამუშაოები ცოცხალი ძალის დახმარებით ხორციელდება და ასევე ქრობის პროცესში ინტენსიურად მონაწილეობს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი ტექნიკის გარდა, ადგილზე იმყოფებიან აღნიშნული უწყების პირადი შემადგენლობის წარმომადგენლებიც. სალიკვიდაციო სამუშაოების მართვა იმ სამუშაო შტაბიდან ხდება, რომელიც შემთხვევის ადგილის სიახლოვეს გუშინ საღამოს შეიქმნა და აღნიშნული შტაბის შემადგენლობაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი პირები შიდა ქართლის გუბერნატორი და გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები შედიან.

ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია ყველაზე რთული ლოკაციები და ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო