ფოთის მერიაში ქალაქში თევზის უსიამოვნო სუნთან დაკავშირებით შეხვედრა მიმდინარეობს

ფოთის მერიაში ქალაქში გავრცელებულ თევზის უსიამოვნო სუნთან დაკავშირებით შეხვედრა მიმდინარეობს. დიალოგში ჩართულები არიან სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო - ზემო სვანეთში ალექსანდრე მოწერელია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, გარემოზე ზედამხედველობისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, ადგილობრივი ხელისუფლების, საკრებულოს წევრები და რიგითი მოქალაქეები.

„პრობლემა, რომელიც ცამეტი წელია არსებობს, უნდა გადავჭრათ ისე, რომ არ დაზარალდეს არც ბიზნესი და არც თანამოქალაქეები. შევქმნათ სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შევლენ როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები, ისე საინიციატივო ჯგუფის წევრები და რიგითი მოქალაქეები“, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა სამეგრელო - ზემო სვანეთში, ალექსანდრე მოწერელიამ.

შეგახსენებთ, ფოთში საპროტესტო აქცია „ჩვენ ვითხოვთ სუფთა ჰაერს“ გუშინ გაიმართა. ადგილობრივებმა ქალაქში თევზის უსიამოვნო სუნი გააპროტესტეს და ცენტრალური მაგისტრალიც გადაკეტეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს