ექიმი - ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე, რაიმე ტიპის ცვლილება ბოლო 24 საათის განმავლობაში არ მომხდარა

ცოტნე გამსახურდიას უცხოეთის კლინიკაში გადაყვანის ინფორმაციას ვერ დაგიდასტურებთ, ვინაიდან ასეთი ინფორმაცია ოფიციალურად ჩვენთან არ გაჟღერებულა, თუმცა აღვნიშნავ, რომ თუ პაციენტის გადაყვანა დაიგეგმა, ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად დავეხმარებით”, - ასე უპაუხა ხეჩინაშვილის კლინიკის ანესთეზიოლოგიის და რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ კვაჭაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, იგეგმება თუ არა ცოტნე გამსახურდიას უცხოეთის კლინიკაში გადაყვანა.

ექიმის განცხადებით, თუ პაციენტის გადაყვანა დაიგეგმება, პრობლემა არ იქნება, რადგან “დღეს მსოფლიოში არ არსებობს პაციენტი, რომლის ტრანსპორტირებაც არ შეიძლება, უბრალოდ უნდა მოხდეს სათანადო აღჭურვილობით და წესების დაცვით”.

“პაციენტის მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე. რაიმე ტიპის ცვლილება ბოლო 24 საათის განმავლობაში არ მომხდარა, შესაბამისად მკურნალობის მოცულობა რჩება უცვლელი... მედიკამენტური მკურნალობა არ შეცვლილა, გამოკვლევები დაგეგმილია კვირის ბოლოს. გართულებების რისკი ისევე, როგორც სხვა პაციენტებს, ამ პაციენტსაც აქვს, მაგრამ, საბედნიეროდ, გართულებებს ჯერჯერობით ადგილი არ ჰქონია”, - განაცხადა ნიკოლზ კვაჭაძემ.

ცნობისთვის, დღეს ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ ანა ჯაბაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ოჯახს პაციენტის უცხოეთის კლინიკაში გადაყვანა სურს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს