ფოთის მერიაში ქალაქში გავრცელებულ თევზის სუნთან დაკავშირებული შეხვედრა ხმაურის ფონზე გაიმართა

ფოთის მერიაში ქალაქში გავრცელებულ თევზის სუნთან დაკავშირებული შეხვედრა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე გაიმართა. დიალოგში ჩართულები იყვნენ სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო- ზემო სვანეთში ალექსანდრე მოწერელია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, გარემოზე ზედამხედველობისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, ადგილობრივი ხელისუფლების, საკრებულოს წევრები და რიგითი მოქალაქეები. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები, ისე საინიციატივო ჯგუფის წევრები და რიგითი მოქალაქეები ჩაერთვნენ.

„რა თქმა უნდა, მოსახლეობის მოთხოვნა არის სამართლიანი. ბატონი ლევან დავითაშვილის და ჩემი ინიციატივით, მანამ, ვიდრე ამ საკითხზე იქნებოდა სამოქალაქო პროტესტი, დაიწყეთ ამ საკითხის შესწავლა. აქტივისტებმა ეს იციან. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ყველა საკითხი უნდა გადაწყდეს სამართლებრივ ჭრილში“, - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ.

ამ წუთებში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან კი საპროტესტო აქცია გრძელდება.

ვიქტორ ყიფიანი - როგორიც არ უნდა იყოს რეგიონალური თუ საერთაშორისო კონიუქტურა, რისკების ასაცილებლად და შესაძლებლობების გამოსაყენებლად გზები დამოუკიდებლად უნდა ვეძებოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2020
იგორ ტიშკევიჩი - უახლოესი 3-4 წელი მოსკოვის აგრესიული პოლიტიკის გამო პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის მშვიდობიანი ვერ იქნება
სიახლე ლიბერთის CASH-IN ბანკომატებში: უნიკალური სერვისი - „ვალუტის კონვერტაცია უბარათოდ“ უკვე ხელმისაწვდომია
ქართულმა ფარმაცევტულმა საწარმო „ავერსი-რაციონალმა“ საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ მოიპოვა
ბიზნეს და საჯარო მონაცემების პირველი ერთიანი პლატფორმა საქართველოში
როგორ გაუზომავენ სიცხეს მოსწავლეთა ერთდროულ ნაკადს?
ბარათიდან თანხის განაღდების ახალი სერვისი ლიბერთის მომხმარებლისთვის „ნიკორა სუპერმარკეტის“ ქსელში
ახალი Galaxy Note 20 და Note 20 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო