ლევან კობერიძე - ბევრი პრობლემაა მთავრობის 520-ე დადგენილებიდან გამომდინარე - ახალ წელს ბევრი ექიმი სამსახურის გარეშე ან შემცირებული ხელფასით შეხვდება

ძალიან ბევრი პრობლემაა დაგროვილი მთავრობის 520-ე დადგენილებიდან გამომდინარე. პირველი ის, რომ ახალ წელს ბევრი ექიმი სამსახურის გარეშე ან შემცირებული ხელფასით შეხვდება, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ აღნიშნა.

მისი ვარაუდით, მთავრობის 520-ე დადგენილებიდან გამომდინარე, ჯანდაცვის ხარისხის კლებაა მოსალონდელი.

„ძალიან ბევრი პრობლემაა დაგროვილი მთავრობის 520-ე დადგენილებიდან გამომდინარე. პირველი იმასთან დაკავშირებით, რომ უკვე, ახალ წელს, ბევრი ექიმი შეხვდება ან სამსახურის გარეშე ან შემცირებული ხელფასით. მეორე, უკვე გაჩენილი არის ბევრი პრობლემა პაციენტებისთვის ხარისხიანი სერვისების მიწოდების თვალსაზრისით და მესამე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რეალურად, ჯანდაცვის ხარისხის კლება არის მოსალოდნელი საქართველოში ამ დადგენილებიდან გამომდინარე", - განაცხადა კობერიძემ.

ამასთან, მისივე თქმით, სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის წამლებს ერთ ლარად გაცემას გულისხმობდა, პრაქტიკულად ჩავარდნილია.

„ასევე თემა არის ის, რაზეც ახლა სიამაყით იყო საუბარი, რომ პირველადი ჯანდაცვა უნდა დაეხმაროს პირველ რიგში მაგალითად ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებს. მე შეგახსენებთ, რომ პრაქტიკულად ჩავარდნილი არის პროგრამა ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის ერთ ლარიანი ე.წ. სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობიდან გამომდინარე, იმიტომ, რომ პრაქტიკულად ადამიანები აფთიაქებში ვეღარ იღებენ ამ მედიკამენტებს“, - განაცხადა კობერიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა