ზუგდიდის სოფელ ზედაეწერში ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ცეცხლი თხილის პლანატაციებს უკიდია.
მათივე ცნობით, ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.
ცეცხლის გაჩენის მიზეზები უცნობია.