ბათუმში მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება

ბათუმში მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, წელს ბათუმი ახალი წლისთვის განსაკუთრებულად ემზადება.

მათივე ცნობით, წელს, საახალწლო ღონისძიებების ეპიცენტრმა ევროპის მოედნიდან საახალწლო ილუმინაციებითა და დეკორაციებით გაფორმებულ ბათუმის ბულვარში გადაინაცვლა.

„განსაკუთრებულად მოირთო ბულვარის შუა ხეივანი, სადაც დეკორატიული ბუჩქები საახალწლო სასაჩუქრე ფორმის სანათებით შეიფუთა. საახალწლო სამზადისი ბათუმში დასრულდა და საახალწლო განწყობაც ქალაქში უკვე იგრძნობა.

ბათუმსა და ქობულეთში მთავარი ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში დღეს აინთება, რითაც სტარტს აიღებს მრავალფეროვანი საახალწლო ღონისძიებები. ზღაპრულად მორთული ბულვარი საახალწლო ღონისძიებებს 25 დეკემბრიდან - 7 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს, ქობულეთში კი კონცერტები 1 იანვრამდე გაგრძელდება. ზამთრის ფესტივალს უმასპინძლებს კურორტი გოდერძიც, სადაც 28 დეკემბერს ტურისტებს საინტერესო მუსიკალურ და გასართობ პროგრამას შესთავაზებენ,- აღნიშნულია აჭარის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კურორტ გოდერძის ფესტივალის, ბათუმისა და ქობულეთის საახალწლო პროგრამების ნახვა შემდეგ ბმულზეა შესაძლებელი - http://newyear.gobatumi.com/index.html.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა