მტირალას პარკთან მანქანის ხევში გადავარდნის შედეგად დაღუპულები 17 წლის მოზარდები არიან, რომლებიც თანაკლასელები იყვნენ

მტირალას ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მანქანის ხევში გადავარდნის შედეგად დაღუპულები თანაკლასელები იყვნენ.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, გარდაცვლილები 17 წლის მოზარდები არიან, რომლებიც ერთ კლასში სწავლობდნენ.

ამასთან, როგორც სააგენტოსთვის გახდა ცნობილი, ახალგაზრდები სარფში ცხოვრობდნენ.

მტირალას პარკთან ავტომანქანა ხევში დღეს გადავარდა. დაიღუპა 5 ადამიანი.

გარდაცვლილთა ცხედრები ხევიდან უკვე ამოყვანილია.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს