მტირალას პარკში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, ბათუმის მერიამ დღეს დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებები გააუქმა

მტირალას პარკში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, ბათუმის მერიამ დღეს დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებები გააუქმა. უწყებამ აღნიშნულის თაობაზე, სპეციალური განცხადება გაავრცელა.

"დღეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რომელსაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ქალაქში დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებები გაუქმდა. აქედან გამომდინარე, დღეს ბათუმის მთავარი ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში აღარ აინთება. ასევე არ ჩატარდება კონცერტი და სხვა აქტივობები. წინასაახალწლო ღონისძიებების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.

ბათუმის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ტრაგიკული შემთხვევის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს",- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მტირალას პარკთან მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა, რის შედეგადაც 5 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა