ანონსი 26 დეკემბერი

ანონსი  26 დეკემბერი

26 დეკემბერს, 11:00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ოფისში, პარტიის ლიდერები პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: ხელისუფლების არაგონივრული გადაწყვეტილების შედეგად გაერთიანებული კულტურის, სპორტისა და განათლების სამინისტრო და სისტემაში არსებული ხარვეზები.

მის: „თბილისი ცენტრალის“ მეორე სართული

საკონტაქტო: 577 40 37 34

26 დეკემბერს, 11:00 საათზე, „თავისუფლების ინსტიტუტი“ პოლიციასა და პროკურატურაში არსებული პრობლემების, სამართალდამცავთა მხრიდან ძალადობისა და ამის შემაკავებელი ინიციატივების შესახებ პრესკონფერენციას გამართავს.

მის: შალვა რადიანის N5

საკონტაქტო: სალომე-591 135 533, კატო-598 860 053

26 დეკემბერს, 11:00 საათზე, „კულტურის პალატის“ თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: ხელოვნების მოღვაწეების მიმართვა პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს კულტურის სამინისტროს დამოუკიდებელ უწყებად გამოყოფის თაობაზე.

მის: გალის ქუჩა #1

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

26 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით ქალი მეწარმეების პროდუქტის საშობაო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

მის: სიონის ქუჩა N8 (მეიდნის მიმდებარე ტერიტორიაზე)

საკონტაქტო: ნათია მსხილაძე -591051905

26 დეკემბერს, 12:00 საათზე, სამოქალაქო აქტივისტები ტელეკომპანია „კავკასიას“ და „ტვ პირველის“ მხარდამჭერ აქციას გამართავენ.

მის: გორგასლის ქ. 73

საკონტაქტო: თამარ მეტონიძე -577 53 52 32

26 დეკემბერს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი და ახალგაზრდული ცენტრის, „ზნეობას“ ხელმძღვანელი დავით ლორთქიფანიძე განცხადებას გააკეთებენ.

თემა: საპროტესტო წერილი საფრანგეთის მთავრობას „თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთ ორგანიზატორთან, გიორგი თაბაგართან დაკავშირებით. საფრანგეთის საელჩოსთან დაგეგმილი აქცია.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული

საკონტაქტო: 593 53 45 24

26 დეკემბერს, 12:00 საათზე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი წარჩინებულ სტუდენტებს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დიმიტრი გულიასა და კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სტიპენდიებს გადასცემს.

მის: მთავრობის ადმინისტრაცია, ინგოროყვას #7

საკონტაქტო: თაკო მათეშვილი - 598 15 65 73

26 დეკემბერს, 13:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

26 დეკემბერს,13:00 საათზე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტისა და მშობელთა ორგანიზაცია „ნაბიჯ-ნაბიჯ Step by Step“-ის ორგანიზებით გამოფენა-გაყიდვა - „საშობაო ზღაპარი“ გაიმართება.

შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, 0 სართული)

26 დეკემბერს, 14:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი მამუკა ჭელიძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის საერთაშორისო დანაშაულებრივი სქემა გამოავლინა.

მის: გულუას ქუჩა #10

26 დეკემბერს, 14:00 საათზე, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

26 დეკემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე სასკოლო კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს დააჯილდობს.

მის: უზნაძის ქ. 52 (სამინისტროს სააქტო დარბაზი)

26 დეკემბერს, 15:00 საათზე, ქალაქ ბათუმში, ერას მოედანზე, ახალგაზრდები აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვისა და ონლაინ კაზინოების დახურვის მოთხოვნით აქციას გამართავენ.

მის: ბათუმი, ერას მოედანი.

საკონტაქტო: 579028602

26 დეკემბერს, 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

26 დეკემბერს, 17: 00 საათზე, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ 2019 წლის საუკეთესო სპორტული შედეგების მიხედვით სეოკ-ის მიერ განსაზღვრულ ნომინაციებში გამარჯვებულთა დაჯილდოების წინასაახალწლო ცერემონია გაიმართება.

მის: ვარდების მოედანი №1

26 დეკემბერს, 19:00 საათზე, „ბილტმორ თბილისში“ „ქართული ბრენდის დღე 2019“ გაიმართება.

26 დეკემბერს, 19:00 საათზე, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi-ში, 2019 წლის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებას გამართავს და „ნომინაციები და ნომინანტები -2019“-ის ფარგლებში გამარჯვებულ კერძო და საჯარო ორგანიზაციებს, სასამართლო ინსტანციას, მედია-გამოცემებსა და ჟურნალისტურ კორპუსს დააჯილდოვებს.

მის: ლ. გუდიაშვილის ქ. #3

საკონტაქტო: 599 29 12 02