ფოთში თევზის გადამამუშავებელი ქარხნების მუშაობის შეჩერების მოთხოვნით საინიციატივო ჯგუფის წევრები კვლავ შეიკრიბნენ

ფოთში, საინიციატივო ჯგუფის წევრები ნავმისადგომთან არიან შეკრებილები. როგორც ისინი ამბობენ, ხელისუფლებასა და მათ შორის შეთანხმება ბოლომდე არ არის მიღწეული. ისინი დანაპირების გადამოწმების მიზნით პატრულირების შეწყვეტას არ აპირებენ. როგორც ამბობენ, ნავმისადგომთან ქაფშიით დატვირთული გემები დგას და ტერიტორიდან თევზის გატანის საშუალებას არ მისცემენ.

,,ჩვენ ვართ გულანთებული ფოთელები და გვინდა გავაკონტროლოთ ეს პროცესი. ხელისუფლება დაგვპირდა, რომ თევზის გადამამუშავებელი ქარხნები უახლოეს დღეებში არ იმუშავებენ. გვინდა გადავამოწმოთ. სწორედ ამიტომ ვიმყოფებით აქ. ვიცით, რომ ნავმისადგომთან დგას ქაფშიით დატვირთული გემები და ჩვენ არ მივცემთ არავის უფლებას მანქანებით გამოიტანო”,- განაცხადა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა ვლადიმერ ამბალიამ.

საინიციატივო ჯგუფის წევრები დაშლას არ აპირებენ , ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ და დღეს ქალაქში გავრცელებულ თევზის უსიამოვნო სუნთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გაიმართა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა