შსს  არასრულწლოვანთა სამმართველოს გახსნას გეგმავს, სადაც სპეციალიზირებული გამომძიებლები იმუშავებენ

2020 წლის 1-ელი აპრილიდან თბილისის მასშტაბით არასრულწლოვანთა სამმართველო შეიქმნება ,- ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა არასწრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებზე უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული სამმართველო ვიდეო-კამერებით იქნება აღჭურვილი, რომელიც არასრულწლოვნის იქ ყოფნის პერიოდს დააფიქსირებს და ამ სამმართველოში სპეციალიზირებული გამომძიებლები იმუშავებენ.

“ჩვენი ამოცანაა, წინა შეხვედრაზე, რაც შეიძლება მოკლე დროში წარმოგვედგინა პირველი რიგის ამოცანები, რომელიც უნდა გადაწყვეტილიყო ამ შეხვედრის შემდეგ და გრძელვადიანი ამოცანები, იმიტომ რომ ყველას კარგად მოგეხსენებათ, საკითხი სისტემურ მიდგომას საჭიროებს და შეუძლებელია, 1 კვირაში სისტემური ხარვეზები, რაც არის, ამის აღმოფხვრა მოხდეს.შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 1-ელი აპრილიდან, თბილისის მასშტაბით ექნება არასრულწლოვანთა სამმართველო.არსებობდა გარკვეული ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც მოგვარებულია, სადაც იმუშავებენ სპეციალიზირებული გამომძიებლები, ამ მიმართულებით მენეჯმენტსაც გავლილი ექნება შესაბამისი გადამზადება. ეს სამმართველო აღჭურვილი იქნება ვიდეო-კამერებით, რომელიც ზუსტად ასახავს სამმართველოში ბავშვის შესვლის, გასვლის და ზოგადად ყოფნის პროცესს. გრძელვადიან პერსპექტივაში, რეგიონებში, როგორ უნდა მოხდეს ბავშვებზე მორგებული გარემოს დანერგვა ,შესაბამის ტერიტორიულ ორგანოებში, ამასთან დაკავშირებითაც სამინისტრო წარმოადგენს გეგმას”,- განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შემდეგ შეხვედრაზე შსს ასევე წარმოადგენს სახელმძღვანელოს გამომძიებლებისთვის, რომელიც გამომძიებელს კარნახობს, როგორ უნდა მოიქცეს არასრულწლოვნებთან საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დროს.

“შსს ასევე წარმოადგენს გაიდლაინს გამომძიებლებისთვის, რომელიც გამომძიებლებს კარნახობს არასრულწლოვნებთან საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას, როგორ უნდა მოიქცნენ. საუბარია, როგორც მოწმე არასრულწლოვანზე ისე დაზარალებულზე და ბრალდებულზე”,- განაცხადა მეზვრიშვილმა.

რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს, მეზვრიშვილის თქმით, აღნიშნულმა უწყებამ უნდა წარმოადგინოს კონკრეტული გეგმა სოციალური მუშაკების ნაკლებობის პრობლემის აღმოსაფხვრელად.

“ჯანდაცვის სამინისტროს მიმართულებით საკმაოდ ფართო თემაა, ამ ნაწილში შევთანხმდით, რომ სოციალურ მუშაკების მიმართულებით, რა გამოწვევებიც გვაქვს, როგორ უნდა ვუპასუხოთ, რათა ყველა პროცესში ჩართულ სამინისტროს არ ჰქონდეს სოციალური მუშაკების ნაკლებობის პრობლემა. ამ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტრო წარმოადგენს კონკრეტულ გეგმას. მომდევნო შეხვედრა 10 იანვარს გაიმართება”,- განაცხადა მეზვრიშვილმა.

ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, განათლების სამინისტრომ კი კონკრეტული წესი უნდა წარმოადგინოს “რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი პროცესი, როდესაც შემთხვევა მოხდება განათლების სამინისტროში, რას აკეთებს მასწავლებელი, სოციალური მუშაკი, მანდატურის სამსახური, როგორი იქნება ამ წესის შეუსრულებლობის შემთხვევაში პასუხისმგებლობა”.

იგორ ტიშკევიჩი - უახლოესი 3-4 წელი მოსკოვის აგრესიული პოლიტიკის გამო პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის მშვიდობიანი ვერ იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2020
გიორგი პერტაია - სავაჭრო პალატა მეწარმეებს ბიზნესის მხარდამჭერ ყველა პროგრამას ერთ ონლაინ პლატფორმაზე სთავაზობს
ახალი Galaxy Note 20 და Note 20 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო
ბარათიდან თანხის განაღდების ახალი სერვისი ლიბერთის მომხმარებლისთვის „ნიკორა სუპერმარკეტის“ ქსელში