გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 26 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო ,26 დეკემბერს თბილისის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს.

კომპანიის ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 01:00-დან-02:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გმირთა მოედნის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ბაქტერიოფაგის მიმდებარე ტერიტორიის, ''ლაგუნა ვერეს'' მიმდებარე ტერიტორიის, პეკინის გამზირის, გელოვანის გამზირის, ფიზკულტურის, ოჟიოს, კოსტავას, მერაბ ალექსიძის, გიორგი მიროტაძის, გოთუას, ვახტანგ ბოჭორიშვილის, ანდრია აფაქიძის, შარტავასა და ბენდელიანის ქუჩების მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე კი - დიდი დიღმის I, III მიკრო რაიონების, პეტრე იბერისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხება: პლატო- ნუცუბიძის IV მიკრო რაიონის, ხოლო 11:00-დან 14:00 საათამდე - გამრეკელის, კუტუზოვისა და თამარაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

რაც შეეხება სამგორის რაიონს, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტროენერგია ასევე შეეზღუდებათ: მეტრო „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიის, მეტრო „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიის, კახეთის გზატკეცილის, თვალჭრელიძის, ენუქიძისა და ქიზიყის ქუჩებზე.

მთაწმინდის რაიონში, კი ასევე გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 01:00-დან 02:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვერეს შესახვევის, ნიკო ნიკოლაძის, კოსტავას, ქიაჩელის და მელიქიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00-18:00 საათებში შეზღუდვა იქნება: რუსთაველის გამზირის, თხინვალის, კოტეტიშვილის, მთაწმინდის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ზიჩის, ვეძინის, ჟორდანიას, ბესიკის, რიწის, ცხემის, ყიფიანის, მესხის, ძმები ზუბალაშვილების, ქიქოძის, არსენას, შევჩენკოსა და ასათიანის ქუჩების მცხოვრებლებისთვის.

დიდუბის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 01:00 საათიდან 02:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, II, III კვარტლების, რობაქიძის გამზირისა და აკაკი ბაქრაძის ქუჩის მოსახელობას. 11:00-18:00 საათებში შეზღუდვა დავით ყიფიანისა და ფოთის ქუჩების მცხოვრებლებს შეეხებათ. 11:00-დან 12:00 საათამდე კი - დიღმის მასივის I კვარტლის, ლუბლიანას, აკაკი ბელიაშვილისა და ჯორჯ ბალანჩინის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში,გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00-15:00 საათებში შეზღუდვა იქნება: შეშელიძის, ილია ვეკუას, ომარ ხიზანიშვილისა და აკაკი ვასაძის ქუჩებზე.

ვაკის რაიონში,11:00-15:00 საათებში თაქთაქიშვილის ქუჩის მცხოვრებლებისთვის.

რაც შეეხება კრწანისის რაიონს, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა რუსთავის გზატკეცილის მცხოვრებლებს შეეხებათ.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა