ქუთაისში მთავარი ნაძვის ხე აინთო

ქუთაისში მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. ქალაქის ცენტრალური ნაძვის ხე, რომელიც მესხიშვილის თეატრთან განთავსდა, კოლხური ელემენტებით არის მორთული. ნაძვის ხის ანთებაში ბავშვებთან ერთად მხარის რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მიიღეს მონაწილეობა.

"ნაძვის ხე ავანთეთ პატარებთან ერთად, რომელთაც ალბათ, ყველაზე მეტად უხარიათ ახალი წლის დადგომა. ვულოცავ მთელ საქართველოს დამდეგ 2020 წელს, რომელიც იქნება დახუნძლული ძალიან საინტერესო პროექტებით, რის დაგეგმვაზეც ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და რომელთაც აუცილებლად განვახორციელებთ", - განუცხადა ჟურნალისტებს შალამბერიძემ.

ახალი წლისთვის ქუთაისში რიგი საზეიმო ღონისძიებებია დაგეგმილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა