მოძრაობა ,,სირცხვილია" ფოთში მიმდინარე სამოქალაქო პროტესტის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებს

მოძრაობა ,,სირცხვილია" სოლიდარობას უცხადებს ქალაქ ფოთში მიმდინარე სამოქალაქო პროტესტის მონაწილეებს. მოძრაობა ამის შესახებ განცხადებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

,,აქტივისტები, მოქალაქეები და ლეგიტიმურად აღშფოთებული ადგილობრივები წლების განმავლობაში ითხოვენ თვითმმართველი ქალაქის ხელისუფლებისგან, ქალაქის ტერიტორიაზე არსებული გაუსაძლისი სუნის პრობლემის იდენტიფიცირებასა და მოგვარებას. მოძრაობა ,,სირცხვილია" უპირობო მხარდაჭერას უცხადებს ფოთის სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც მიმდინარე პროტესტს ხელმძღვანელობს. მოვუწოდებთ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს, აკრედიტირებულ საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ცენტრალური და რეგიონული მედია საშუალებების წარმომადგენლებს, დაინტერესდნენ ქალაქ ფოთში არსებული ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტით და ხელი შეუწყონ მოსახლეობას, იცხოვრონ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო, ჯანსაღ და თავისუფალ გარემოში",- ნათქვამია განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს