ზვიად შალამბერიძემ სოფელ ციხესულორში მცხოვრებ თინა მიმინოშვილს 100 წლის იუბილე მიულოცა

სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში, ზვიად შალამბერიძემ და ვანის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე გოგორიშვილმა სოფელ ციხესულორში მცხოვრებ თინა მიმინოშვილს 100 წლის იუბილე მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

"ვანის მუნიციპალიტეტის მერიამ საუკუნის ადამიანისთვის საჩუქრად 1000 ლარი გამოყო. თინა მიმინოშვილმა, რომელიც 58 წლის განმავლობაში დაწყებითი კლასების პედაგოგი იყო, სახელმწიფო რწმუნებულთან საუბრისას სკოლაში მუშაობის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ თავს ახლაც მხნედ გრძნობს",-ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა