ამბროლაურში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

ამბროლაურში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

ამბროლაურში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ანსამბლმა „საგალობელმა „ მრავალჟამიერი და საახალწლო ალილო შეასრულა. მათივე ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობა დავით თორაძის სახელობის სამუსიკო სკოლამაც მიიღო.

საზეიმო ცერემონიას მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე ოჯახთან ერთად დაესწრო.

„მინდა მივულოცო დამდეგი შობა- ახალი წელი ჩვენს ქვეყანას, ჩვენი რეგიონის მოსახლეობას, მინდა ვუსურვო ყველას მშვიდობა და საახალწლო ნატვრის ახდენა. გასული წელი შედეგიანი იყო ჩვენი რეგიონისთვის, ახალი წელი სიახლის და იმედის მომტანია , 2020 წელს კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი პროექტების და პროგრამების განხორციელებას ველოდებით ჩვენს მხარეში“, - განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.

საახალწლო ნაძვის ხის ანთების ღონისძიებას რწმუნებულის მოადგილეები და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებიც დაესწრნენ.