ფილიპინებში ტაიფუნ „ფანფონს“ 10 ადამიანი ემსხვერპლა

ტაიფუნ „ფანფონს“ ფილიპინებში სულ ცოტა 10 ადამიანის, მათ შორის 3 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

სააგენტო „ფრანს-პრესის“ ინფორმაცით კი, გარდაცვლილთა რაოდენობა 16-ია. ფილიპინების ABS-CBN ქსელის ცნობით, ილოიოლოს პროვინციაში 12 ადამიანი დაკარგულად ითვლება.

ტაიფუნმა ძლიერი ქარი და მეწყერი გამოიწვია. ქარის სიჩქარე ზოგიერთ ადგილას 190კმ/სთ-ს აღწევდა.

შეგახსენებთ, 2013 წელს ფილიპინებს გამანადგურებელი ტაიფუნი „ჰაიანი“ დაატყდა თავს, რომელსაც 6 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა