მტირალას ეროვნულ პარკთან მანქანის ხევში გადავარდნის შედეგად დაღუპული 5 არასრულწლოვანი, ექსპერტიზის ბიუროდან სახლებში გადაასვენეს

მტირალას ეროვნულ პარკთან, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულ ხუთივე ახალგაზრდას ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. ცხედრები იდენტიფიცირებულია და ექსპერტიზის ბიუროდან ისინი ოჯახის წევრებმა სახლებში გადაასვენეს.

ავარიის შედეგად დაღუპულები ჩაქვის პირველი საჯარო სკოლისა და სასულიერო გიმნაზიის მე-11 კლასის მოსწავლეები იყვნენ.

ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა. მსუბუქი ავტომობილი სიმაღლიდან ხევში გადავარდა, რის შედეგად ხუთივე ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა.

ამ დრომდე უცნობია ავარიის მიზეზები. მომხდართან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას „სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მერვე ნაწილით აწარმოებს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს