ატენის და რკონის ხეობებში, ასევე სოფელ ფახულანში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

ატენის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამუშაოები დილიდან განახლდა, ხანძრის ქრობის პროცესში ცოცხალი ძალა, 60 მეხანძრე-მაშველია ჩართული.

მათივე ინფორმაციით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს რკონის ხეობაშიც. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია ვერტმფრენი და 100-მდე მეხანძრე-მაშველი.

რაც შეეხება სამეგრელოს რამდენიმე სოფელში გაჩენილ ხანძარს, როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლის ქრობის პროცესი მიმდინარეობს სოფელ ფახულანში და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. მათივე ცნობით, სოფელ ნაწულუკუშიც ხანძარი გაუჩნდა ეკალ-ბარდს, თუმცა მისი ლიკვიდაცია დროულად მოხდა. ასევე ლიკვიდირებულია ზედა ეწერში გაჩენილი ხანძარი.

იხილეთ ვიდეო

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს