„ფრთხილად! კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია!“ - ამ წარწერით გოგი წულაიამ ბუჩქებთან პლაკატები მიიტანა

„ფრთხილად! კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია!“ - ამ წარწერით პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარემ, გოგი წულაიამ ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ, ბუჩქებთან პლაკატები მიიტანა. პერფორმანსით პარტია „თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარემ ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოწერილი 1 000-ლარიანი ჯარიმა გააპროტესტა. წულაია ამბობს, რომ ჯარიმის დაწერა ბუჩქების მორთვისთვის ხელისუფლების მხრიდან არაადეკვატური საქციელია.

„ესაა სისულელე, ბუჩქზე ერთი ფოთოლი არ დაზიანებულა. თვითონ ჩადიან ასეთ ფაქტებს, კვერცხებსა და ცოცხებს ესვრიან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. მათ ქმედებას რეაგირება არ მოჰყვა. ხის მოჭრისთვის 500- ლარიანი ჯარიმაა, ბუჩქზე სათამაშოს დაკიდებისთვის 1 000 ლარი. ვაფრთხილებ მოსახლეობას, რომ თუ არ მოსწონხართ ქუთაისის მერიას, შეიძლება 1000 ლარით დაგაჯარიმონ“, - განაცხადა გოგი წულიამ.

პერფორმანსს მოძრაობა „გაბედეც“ შეუერთდა.

ჯარიმა ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მესამე ნაწილით დაწერა, რაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის არეალში ბუჩქებსა და ხე-ნარგავებზე პლაკატებისა და სათამაშოების თვითნებურად განთავსების აკრძალვას გულისხმობს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს